ეს რა ზღვა მაწევს გულზე?
რამ დამიმძიმა დღეო?
ვარდს სევდა დაეცვარა,
ნუ მიმატოვებ, მზეო!
მორევი შავად ბრუნავს,
სული მევსება ზეო,
შორეულ ნათელს ვეტრფი,
გზა გამინათე, მზეო!
მარტო დავდივარ ისევ,
ვერ გავიარე ტყეო,
მიჯნურის ძაფის იმედს
ვერ ამოვიშლი მეო.
რადგან შემფიცა, ვეტრფი!
მის სულის ჭირი მეო,
სანამდის მისთვის ვცოცხლობ,
ვერას დამაკლებ მტერო!
მახრჩობს, მერევა ცრემლი
მშობელ მიწისთვის, მზეო,
იქ ჩემი სისხლი ბორგავს,
იქ ჩემი ჯიში მზეობს.
აჩრდილებს გავექეცი-
კეთილს გავუგე გემო,
ძველ სიმღერისთვის კვდომა
და თავდადება მელმო.
მუხის ფესვიდან ზრდილმა
ჩაგცე ლახვარი, ბნელო,
ოღონდ შენ შემეწიე,
დედაო ღვთისმშობელო.
გვედრი, ჩემ სულის ყვავილს
არიდე სიცივეო,
სხივთა ციალით ათბე,
ნუ მიმიტოვებ, მზეო.
ეს რა ზღვა მაწევს გულზე?
რამ დამიმძიმა დღეო?!
აპანის 19, 2003 წელი
ნათლისღება
რონდინე, აიაია
კონსტანტინე (კოკა) ვეკუა
27/11/07
ნუ მიმატოვებ, მზეო
Iscriviti a:
Commenti sul post (Atom)
Nessun commento:
Posta un commento