წარსულს გაჰყვა მოგონება,
ოცნებების ბინდია,
ფრინველებთან მზეს უგალობს
ასიზელი მინდია.
დავივიწყეთ შენი სახე,
მიწას უფრო ვემონეთ,
შენი პირი აღარ მზეობს-
კარებს ვუხსნით დემონებს.
სული, გული ცარიელი
უშენობით ბრმავდება,
გვაღირსე და დაგვიბრუნე
დილის შემონათება.
რად დავხურეთ შენი კარი?
უკეთესი რა ვნახეთ?
უბადაგოდ დარჩენილი
სული ნატრობს ვენახეთს.
მუხის ფესვი, მიწის მადლი-
ისევ უკან, ცისაკენ,
მამის სახე, პირველსახე,
კვლავ მეძახის მზისაკენ.
ია მიყვარს, ვარდს კი ვეტრფი,
ყვავილების ქარია,
გამარიდე, ღვთისმშობელო,
ირგვლივ რაც გრიგალია.
მარიამობისთვის 15, 2003 წელი
რონდინე, აიაია
კონსტანტინე (კოკა) ვეკუა
07/11/07
(წარსულს გაჰყვა მოგონება)
ავტორი: კონსტანტინე (კოკა) ვეკუა დრო 21:58
Etichette: ასიზი, ვეკუა, კონსტანტინე, მზე, მინდია, მიწა, მუხა, ღვთისმშობელი, ცა
Iscriviti a:
Commenti sul post (Atom)
Nessun commento:
Posta un commento