27/11/07

მზიური თვალები

სასთუმალს იცავენ კეთილი თვალები;
ჩემი დარაჯები ჩუმ ჯადოქარშია,
ქარია, ქარია, სული გრიგალშია,
ავდარშიც მახლავან მზიური თვალები.

ამ ხატმა გამათბო, შუქიან სახეზე
ციალებს ვარსკვლავი ვარდების სურნელით,
სასოდაუცლელი უძირო ჭურჭელით
მზეს დავეწაფები მის ბადაგ ტუჩებზე.

ალერსად მიხმობენ მადლიან კილოზე
მხრებზე დახუნძლული გრუზა კულულები,
ძილის წინ, მცველებო, თქვენ გეჩურჩულებით-
ნამყოდან მიყურებს თეთრი ანგელოზი.

სასთუმალს იცავენ კეთილი თვალები;
ჩემი დარაჯები ჩუმ ჯადოქარშია,
ქარია, ქარია, სული გრიგალშია,
ავდარშიც მახლავან მზიური თვალები.

მირკანის 5, 2003 წელი
რონდინე, აიაია
კონსტანტინე (კოკა) ვეკუა

Nessun commento:

website stats
counter