19/11/07

ახალი სონეტი მართა ა...იანს

შენი მკლავები-
სიყვარულის თბილი ბუხარი,
ცქრიალა ბავშვის სინაზით რომ მეხუტებიან,
შენი თვალები-
თაფლისფერი მზის საბუდარი,
შემოგევლეს რომ უსიტყვოდაც მეუბნებიან.

შენი ტანია
ლალისფერი ღვინის ფიალა,
შესვამ და მაინც არასოდეს არ დაიცლება,
შენი სულია
ჩემი სულის ალი ციალა,
სანთლად რომ იწვის, მეგობრისთვის რომ არ იღლება.

შენი ლოცვაა
საქართველოს დედოფლის თრთოლვა,
ღვთისმშობელი რომ შეისმენს და კალთას გადმომფენს,
შენი ლოცვაა,
გულს სპეტაკად რომ დაათოვა,
სიმშვიდეს, ძალას და სიცოცხლეს ხვავად რომ მომცემს.

ჩემო ყაყაჩო, ჩემო ვარდო, ტკბილო გოგონა.

კონსტანტინე (კოკა) ვეკუა
ქრისტეშობისთვის 19, 2006 წელი
რონდინე, იტალია

Nessun commento:

website stats
counter