04/11/07

გალაკტიონს

შენი პოეზია სულის ცხონებაა,
თვალებში ცრემლი და გულში სინანული,
ქალწულ სათავესთან კვლავ მიბრუნებაა-
ღმერთის სიყვარული.

გულის ცივ ჯოჯოხეთს ლექსებით დატერფავ
ქაჯეთის ციხეთა მძლე კონკისტადორი,
ბავშვურ გაზაფხულით სიცოცხლეს დაფერავ
მზეთა მებადური.

დაწყევლილ გრიგალთა თბილი ჩაწყნარება,
სულის სიმტკიცე და მზერა არწივური,
მკვდრეთიდან აღდგომა, ავდრის ადარება,
სინდისი მეფური.

მკათათვის 12, 2006 წ.
რონდინე. აიაია
კონსტანტინე (კოკა) ვეკუა

Nessun commento:

website stats
counter