შენი პოეზია სულის ცხონებაა,
თვალებში ცრემლი და გულში სინანული,
ქალწულ სათავესთან კვლავ მიბრუნებაა-
ღმერთის სიყვარული.
გულის ცივ ჯოჯოხეთს ლექსებით დატერფავ
ქაჯეთის ციხეთა მძლე კონკისტადორი,
ბავშვურ გაზაფხულით სიცოცხლეს დაფერავ
მზეთა მებადური.
დაწყევლილ გრიგალთა თბილი ჩაწყნარება,
სულის სიმტკიცე და მზერა არწივური,
მკვდრეთიდან აღდგომა, ავდრის ადარება,
სინდისი მეფური.
მკათათვის 12, 2006 წ.
რონდინე. აიაია
კონსტანტინე (კოკა) ვეკუა
Visualizzazione post con etichetta პოეზია. Mostra tutti i post
Visualizzazione post con etichetta პოეზია. Mostra tutti i post
04/11/07
გალაკტიონს
ავტორი:
კონსტანტინე (კოკა) ვეკუა
დრო
20:53
0
გამოხმაურება
Etichette: გაზაფხული, გალაკტიონი, კონკისტადორი, მზე, პოეზია, სინდისი, ღმერთი
Iscriviti a:
Post (Atom)
