27/11/07

* * *

წარსულს გაჰყვა მოგონება,
ოცნებების ბინდია,
ფრინველებთან მზეს უგალობს
ასიზელი მინდია.
დავივიწყეთ შენი სახე,
მიწას უფრო ვემონეთ,
შენი პირი აღარ მზეობს-
კარებს ვუხსნით დემონებს.
სული, გული ცარიელი
უშენობით ბრმავდება,
გვაღირსე და დაგვიბრუნე
დილის შემონათება.
რად დავხურეთ შენი კარი?
უკეთესი რა ვნახეთ?
უბადაგოდ დარჩენილი
სული ნატრობს ვენახეთს.
მუხის ფესვი, მიწის მადლი-
ისევ უკან, ცისაკენ,
მამის სახე, პირველსახე,
კვლავ მეძახის მზისაკენ.
ია მიყვარს, ვარდს კი ვეტრფი,
ყვავილების ქარია,
გამარიდე, ღვთისმშობელო,
ირგვლივ რაც გრიგალია.

მარიამობისთვის 15, 2003 წელი
რონდინე, აიაია
კონსტანტინე (კოკა) ვეკუა

რას მიამბობს ქარი

რას მიამბობს ქარი?
რატომაა ასე მოუსვენარი?
ზეცის რეკავს ზარი-
არ მეშვება ფიქრი სახის, ზენარი.
წარსულია შორი...
იქნებ, გნახო, ოდეს მზე კვლავ ამოვა,
შეგეყარო, სწორი,
ისევ მესმას შენი ჩუმი გალობა.

გათენებას ველი, ეთხოვება ღამეს ფიქრთა მაყარი.

აპანის 10, 2001 წელი
თბილისი, საქართველო
კონსტანტინე (კოკა) ვეკუა

ნუ მიმატოვებ, მზეო

ეს რა ზღვა მაწევს გულზე?
რამ დამიმძიმა დღეო?
ვარდს სევდა დაეცვარა,
ნუ მიმატოვებ, მზეო!
მორევი შავად ბრუნავს,
სული მევსება ზეო,
შორეულ ნათელს ვეტრფი,
გზა გამინათე, მზეო!
მარტო დავდივარ ისევ,
ვერ გავიარე ტყეო,
მიჯნურის ძაფის იმედს
ვერ ამოვიშლი მეო.
რადგან შემფიცა, ვეტრფი!
მის სულის ჭირი მეო,
სანამდის მისთვის ვცოცხლობ,
ვერას დამაკლებ მტერო!
მახრჩობს, მერევა ცრემლი
მშობელ მიწისთვის, მზეო,
იქ ჩემი სისხლი ბორგავს,
იქ ჩემი ჯიში მზეობს.
აჩრდილებს გავექეცი-
კეთილს გავუგე გემო,
ძველ სიმღერისთვის კვდომა
და თავდადება მელმო.
მუხის ფესვიდან ზრდილმა
ჩაგცე ლახვარი, ბნელო,
ოღონდ შენ შემეწიე,
დედაო ღვთისმშობელო.
გვედრი, ჩემ სულის ყვავილს
არიდე სიცივეო,
სხივთა ციალით ათბე,
ნუ მიმიტოვებ, მზეო.

ეს რა ზღვა მაწევს გულზე?
რამ დამიმძიმა დღეო?!

აპანის 19, 2003 წელი
ნათლისღება
რონდინე, აიაია
კონსტანტინე (კოკა) ვეკუა

მზიური თვალები

სასთუმალს იცავენ კეთილი თვალები;
ჩემი დარაჯები ჩუმ ჯადოქარშია,
ქარია, ქარია, სული გრიგალშია,
ავდარშიც მახლავან მზიური თვალები.

ამ ხატმა გამათბო, შუქიან სახეზე
ციალებს ვარსკვლავი ვარდების სურნელით,
სასოდაუცლელი უძირო ჭურჭელით
მზეს დავეწაფები მის ბადაგ ტუჩებზე.

ალერსად მიხმობენ მადლიან კილოზე
მხრებზე დახუნძლული გრუზა კულულები,
ძილის წინ, მცველებო, თქვენ გეჩურჩულებით-
ნამყოდან მიყურებს თეთრი ანგელოზი.

სასთუმალს იცავენ კეთილი თვალები;
ჩემი დარაჯები ჩუმ ჯადოქარშია,
ქარია, ქარია, სული გრიგალშია,
ავდარშიც მახლავან მზიური თვალები.

მირკანის 5, 2003 წელი
რონდინე, აიაია
კონსტანტინე (კოკა) ვეკუა

* * *

მე, შენს სიყვარულს მოწყურებულმა,
ვიპოვე ვარდი,
მომავლის რწმენით ამღერებული
გავხდები ბარდი.
უკუნეთია, შორს ანათებს
მზე, სითბოს მფენი.
გვედრი, იე
ო: სულის მოძღვრად
შენ შემექენი.

2004 წელი
რონდინე, აიაია
კონსტანტინე (კოკა) ვეკუა

ამას რა ჰქვია

როდესაც ორპირის გომბეშო ამბობდა,
ხანჯლური რითმებით მართავდა არიას,
გავიდა ხანი და ლექსი გარაშოვდა,
მითხარი, კაცურად, აი, ამას რა ჰქვია?
გულის ბრძმედებში ოქროს ვარ მდნობელი,
ჩემი გზა ვიპოვე უკვე რახანია,
ვთესავ მარგალიტებს ცის ცვარად, სოველი,
მითხარი, გაფიცებ, აი, ამას რა ჰქვია?
არა ვარ ბრმა-ვხედავ, რაც ხდება:
ნაკლებზე შექებას დაიწყებ მადლიანს,
ჩემთან კი მოდიხარ, გინდა დამცირება
შემბრალე პროფილით... აი, ამას რა ჰქვია?
პროფილი შენი ხასიათს ფარდავს,
შენ არ გიყვარვარ, აქედან-რია,
არსიყვარულით თეთრსაც რომ შავავ,
ერთი მითხარი, ამას რა ჰქვია?
ათასწლეულების გრიგალში შემოვხვდით,
ძვირფასო ბრიყვო, რად ვერ მიცანი?
მაღალ ღმერთს რომ მუდამ სამშობლოს შევსთხოვდით,
მინდა, შეხვედრა არ გვქონდეს გვიანი.
გულის მობრიალე მებრძოლი მყავხარ,
ზოგჯერ კი მაბრაზებ, მაღიმებ გულღიად,
გესმას, რომ მე ამის იქითაც მიყვარხარ,
ჰო, გეტყვი: ამ ყოველს, აი, ასე ჰქვია!

გიორგობისთვის 1, 2007
კასტილიონ ფიბოკი, აიაია
კონსტანტინე (კოკა) ვეკუა

19/11/07

ახალი სონეტი მართა ა...იანს

შენი მკლავები-
სიყვარულის თბილი ბუხარი,
ცქრიალა ბავშვის სინაზით რომ მეხუტებიან,
შენი თვალები-
თაფლისფერი მზის საბუდარი,
შემოგევლეს რომ უსიტყვოდაც მეუბნებიან.

შენი ტანია
ლალისფერი ღვინის ფიალა,
შესვამ და მაინც არასოდეს არ დაიცლება,
შენი სულია
ჩემი სულის ალი ციალა,
სანთლად რომ იწვის, მეგობრისთვის რომ არ იღლება.

შენი ლოცვაა
საქართველოს დედოფლის თრთოლვა,
ღვთისმშობელი რომ შეისმენს და კალთას გადმომფენს,
შენი ლოცვაა,
გულს სპეტაკად რომ დაათოვა,
სიმშვიდეს, ძალას და სიცოცხლეს ხვავად რომ მომცემს.

ჩემო ყაყაჩო, ჩემო ვარდო, ტკბილო გოგონა.

კონსტანტინე (კოკა) ვეკუა
ქრისტეშობისთვის 19, 2006 წელი
რონდინე, იტალია

15/11/07

ყვავილთა დედოფალი და ხელმწიფე

"ეს ყველაფერი ოდენ გარეგნული სამოსია. უმთავრესია ის, რასაც თვალებით ვერ დაინახავ"

ანტუან დე სენ-ეგზიუპერი


ერთ ზღაპრულ სამეფოში საქვეყნოდ განთქმული ბაღი ხარობდა, სადაც მზიური ვარდი იზრდებოდა. მომვლელად კი დაოსტატებული მებაღე ჰყავდა მიჩენილი. ყვავილთა დედოფალს უხაროდა თავისი მომვლელის ზრუნვა და ეს უკანასკნელიც გულმოდგინეთ ევლებოდა თავს. ვარდს კიდევ ერთი საოცარი თვისება ჰქონდა-მას ლაპარაკი შეეძლო.

მრავალნი მოდიოდნენ მასთან მისი გულის მოსაგებად და სურდათ გადაენერგათ იგი თავიანთ საუცხოოდ მოკაზმულ სავანეებში. ამიტომ, ყოველი მომსვლელი უფრო და უფრო მდიდრულად იმოსებოდა და დიდძალ პატივსაც სთავაზობდნენ ვარდს, მაგრამ მათ ამ საოცარი ყვავილის ხელში ჩაგდება უფრო იმიტომ უნდოდათ, რომ შემდეგ თავი მოეწონებინათ სხვათა წინაშე: ნახეთ, რა ლამაზი და საოცარი რამ გამაჩნია. ისეთი, რაც მხოლოდ მე მაქვს და სხვას არავისო. თუმცა, არცერთს აზრადაც არ მოსვლია, რომ ვარდის მშვენიერება სხვების წინაშე საკვეხნად კი არა, საკუთარი გულის გასაკეთილშობილებლად იყო საჭირო. სულის სიღრმეში ყვავილთა დედოფალიც სხვა რამეს ნატრობდა: მანამდე არგაგონილი სასწაულის აღსრულებას ლამობდა-ცოცხალ დედოფლად ქცევა და ადამიანებივით ნამდვილი ცხოვრება სურდა. ამ ზრახვას იმდენად ღრმად ინახავდა საკუთარ გულში, რომ მებაღესაც კი არ უზიარებდა ხვაშიადს. შესაძლოა, არც როდესმე გაემხილა. ნატრობდა ამ სასწაულს, მაგრამ არ იცოდა, თუ როგორ შეიძლებოდა მისი განხორციელება. ამიტომ, არავინ მოსდიოდა თვალში, ყველა მთხოვნელს უარით ისტუმრებდა და სანატრელს ელოდა.

ერთხელაც ბაღს მაიმუნზე ცოტათი უფრო ლამაზი და დათვური აგებულების უბრალოდ ჩაცმული ჭაბუკი ეწვია და განუცხადა მებაღეს, რომ მას ბევრი სმენოდა ამ საოცარი არსების შესახებ და ძალიან შორი გზიდან იყო მოსული.

მზიურმა დედოფალმა დახედა ჭაბუკს და დაცინვით განუცხადა:

-მე, ყვავილთა დედოფალი, ვითვლები ამ სიმდიდრით, ძალაუფლებითა და მსახურთა სიმრავლით განთქმული სამეფოს სამკაულად. არ მაკლია არც ოქრო, არც ძვირფასეულობა, რომელსაც ჩემი სილამაზისა და საოცრების გამო მჩუქნიან. ამად, სანამ ვარსებობ, მინდა, უზრუნველად ვცხოვრობდე და წარმატებებს ვაღწევდე, რომ არ დამაკლდეს ფუფუნება და პატივი. შენ კი რა შეგიძლია მომცე ამაზე მეტი?

ვაჟმა უპასუხა:

-მე უსასრულო სამეფოს ხელმწიფე ვარ, რომელსაც მზის გარდა არაფერი აკლია. იმისათვის მოვედი შენთან, რომ მის მანათობელად გაგხადო. შენი ხელმწიფე ვიქნები, შენ-ჩემი დედოფალი. მე შენი და შენ ჩემი, ხოლო ერთმანეთის მეგობრობით ავაყვავებთ მას და ორივე გავბედნიერდებით ერთად.

-აი, იმ წყაროს ხომ ხედავ?-მიუთითა ვარდმა ახლომდებარე წყაროს წყალზე-იმით მრწყავდა ჩემი მებაღე, მრწყავს და კიდევ მომრწყავს. ის წყალი მინდა, მომწონს და ის მიხდება. შენ კი უკეთესს რას შესძლებ?

-მე სიცოცხლის წყლით მოგრწყავ!

დადუმდა ყვავილთა დედოფალი, ცოტა ხნის შემდეგ ისევ მედიდურად შეავლო თვალი ჭაბუკს და უთხრა:

-ეს ყველაფერი მხოლოდ სიტყვებია, რადგან ვერ ვხედავ შენს უსასრულო და უმდიდრეს სამეფოს. თუ მართლა მისი ხელმწიფე ხარ, რატომ არ გემჩნევა ეს ჩაცმულობაზე? და სიცოცხლის წყაროთი როგორ გამომკვებავ, როცა ასეთი რამ არც კი გამიგია?

მაშინ გაეცინა მაიმუნზე ცოტათი უფრო ლამაზსა და დათვური აღნაგობის ვაჟს და მიუგო ვარდს:

-შენ ვერაფერი დაინახე: ჩემი უსასრულო სამეფო ჩემი გულია, რომელზე უფრო დიდი, უსაზღვრო და საოცარი სხვა არაფერია ამ ქვეყნად. რაც არ უნდა შეჰმატო სამეფო სამეფოს, იგი ყოველთვის უფრო აღმატებული იქნება. სიცოცხლის წყაროც ამ გულშია და მას ვერაფერი ამოაშრობს. შენ კი არც ამ საზღვრულ სამეფოსა და არც მის ოქრო-ვერცხლზე მეტად არ ღირხარ და არც ჩვეულებრივ წყაროს წყალზე მეტს იმსახურებ.

ამ სიტყვებით უსასრულო და სიცოცხლის სამეფოს ხელმწიფე მოტრიალდა და იქაურობას გაეცალა. რა იცოდა ყვავილთა დედოფალმა, რომ სამუდამოდ დაჰკარგა თავისი ნატვრის განხორციელების ბედნიერება.

7 აპნისი. 2006 წელი
რონდინე. აიაია
კონსტანტინე (კოკა) ვეკუა

07/11/07

(წარსულს გაჰყვა მოგონება)

წარსულს გაჰყვა მოგონება,
ოცნებების ბინდია,
ფრინველებთან მზეს უგალობს
ასიზელი მინდია.
დავივიწყეთ შენი სახე,
მიწას უფრო ვემონეთ,
შენი პირი აღარ მზეობს-
კარებს ვუხსნით დემონებს.
სული, გული ცარიელი
უშენობით ბრმავდება,
გვაღირსე და დაგვიბრუნე
დილის შემონათება.
რად დავხურეთ შენი კარი?
უკეთესი რა ვნახეთ?
უბადაგოდ დარჩენილი
სული ნატრობს ვენახეთს.
მუხის ფესვი, მიწის მადლი-
ისევ უკან, ცისაკენ,
მამის სახე, პირველსახე,
კვლავ მეძახის მზისაკენ.
ია მიყვარს, ვარდს კი ვეტრფი,
ყვავილების ქარია,
გამარიდე, ღვთისმშობელო,
ირგვლივ რაც გრიგალია.

მარიამობისთვის 15, 2003 წელი
რონდინე, აიაია
კონსტანტინე (კოკა) ვეკუა

04/11/07

გალაკტიონს

შენი პოეზია სულის ცხონებაა,
თვალებში ცრემლი და გულში სინანული,
ქალწულ სათავესთან კვლავ მიბრუნებაა-
ღმერთის სიყვარული.

გულის ცივ ჯოჯოხეთს ლექსებით დატერფავ
ქაჯეთის ციხეთა მძლე კონკისტადორი,
ბავშვურ გაზაფხულით სიცოცხლეს დაფერავ
მზეთა მებადური.

დაწყევლილ გრიგალთა თბილი ჩაწყნარება,
სულის სიმტკიცე და მზერა არწივური,
მკვდრეთიდან აღდგომა, ავდრის ადარება,
სინდისი მეფური.

მკათათვის 12, 2006 წ.
რონდინე. აიაია
კონსტანტინე (კოკა) ვეკუა

არგვეთის მზეს


არგვეთის მზეო, ნუ დამიცხრობ შენდამი ტრფობას
და შემეწიე, რომ არ ჩაქრეს ცეცხლი გიზგიზა,
შენს ფერდობებში გადიმალა წარსულის გრძნობა,
შორეულ სევდამ ლაჟვარდებში აიყირმიზა.

რას ელი? მითხარ, გამიმჟღავნე გულისნადები,
ჩუმად ტირიხარ შენს ჰანგებში მითაჟამიდან...
შენ მე სინათლე მიწყალობე, ბევრისგამგები,
ვით არ გეძიო, სიცოცხლეო დასაბამიდან?

თან უცნაური ხმები მესმის შენს ტკბილ მღერაში-
დიდი ხანია, მაზიარე ნამყოს ხვაშიადს,
არ დაიღალა სისხლი შენი სახის ცქერაში,
ვითომ დუშმანთა უნდა გძლიონ ღამეში მზიანს?

წმინდა მდინარეთ ამღერებდი ჩემთვის ნანინას,
გვიან, თუმც, მივხვდი, რა გინდოდა ამით რომ გეთქვა-
ზღაპრულ დროების პალადინნი ვინაც ავლინა
სიბრძნის საძებნად და მერმისის ყვავილთა ფეთქვად.

ვხარობ, გიპოვე, ვერასოდეს ვერ მიგატოვებ,
შენს წიაღში ხომ უკვე ვშობე მე ჩემი თავი?
ვიაროთ ერთად, შენი ნათლით მე მასაზრდოვე,
დამაძლევინე ჯვარცმის გზაზე გრიგალი ავი.

არგვეთის მზეო, ნუ დამიცხრობ შენდამი ტრფობას
და შემეწიე, რომ არ ჩაქრეს ცეცხლი გიზგიზა,
შენს ფერდობებში გადიმალა წარსულის გრძნობა,
შორეულ სევდამ ლაჟვარდებში აიყირმიზა.

ღვინობისთვის 9. 2002 წელი
რომი-არეცო
კ. ვეკუა

* * *

წარსულს გაჰყვა მოგონება,
ოცნებების ბინდია,
ფრინველებთან მზეს უგალობს
ასიზელი მინდია.
დავივიწყეთ შენი სახე,
მიწას უფრო ვემონეთ,
შენი პირი აღარ მზეობს-
კარებს ვუხსნით დემონებს.
სული, გული ცარიელი
უშენობით ბრმავდება,
გვაღირსე და დაგვიბრუნე
დილის შემონათება.
რად დავხურეთ შენი კარი?
უკეთესი რა ვნახეთ?
უბადაგოდ დარჩენილი
სული ნატრობს ვენახეთს.
მუხის ფესვი, მიწის მადლი-
ისევ უკან, ცისაკენ,
მამის სახე, პირველსახე,
კვლავ მეძახის მზისაკენ.
ია მიყვარს, ვარდს კი ვეტრფი,
ყვავილების ქარია,
გამარიდე, ღვთისმშობელო,
ირგვლივ რაც გრიგალია.

მარიამობისთვის 15, 2003 წელი
რონდინე, აიაია
კონსტანტინე (კოკა) ვეკუა

რას მიამბობს ქარი

რას მიამბობს ქარი?
რატომაა ასე მოუსვენარი?
ზეცის რეკავს ზარი-
არ მეშვება ფიქრი სახის, ზენარი.
წარსულია შორი...
იქნებ, გნახო, ოდეს მზე კვლავ ამოვა,
შეგეყარო, სწორი,
ისევ მესმას შენი ჩუმი გალობა.

გათენებას ველი, ეთხოვება ღამეს ფიქრთა მაყარი.

აპანის 10, 2001 წელი
თბილისი, საქართველო
კონსტანტინე (კოკა) ვეკუა

ღვინისფერი მზე

ღვინისფერი მზე,
მთვარისფერი ცა,
ტკვილებში დავიბადე,
ლხენა მომეცა.

სიღრმეების ზღვა,
მწვერვალები სხვა,
ღვინისფერი მზე,
მთვარისფერი ცა.

ენკენისთვის 17, 2007 წელი
Castiglion Fibocchi
კოკა

01/11/07

ტოსკანური მკათათვის პეიზაჟი

მორცხვად დახრილი მზესუმზირის უმზეო თვალი,
სიმინდის ტაროს მოხასხასე მწვანე ველები,
რუხი ყვითელი, ოქროსფერი; პალიტრა ჟღალი,
ზვარის ტალღებში ნორჩი ვაზის ოაზისები.

კონსტანტინე (კოკა) ვეკუა

website stats
counter